ევრობილდი
ევროსტანდარტების, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სამშენებლო კომპანია „ევრობილდი“ დაფუძნდა 2011წლის 8 მარტს, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა მარკის ბეტონს, სამშენებლო ბლოკებს, ტროტუარების მოსაპირკეთებელ ფილებს , ბორდიურებს, ჭებს, კიუეტებს , ინერტულ მასალებს და სხვადასხვა სახეობის რკინა- ბეტონის ნაკეთობებს.
2012 წლის 8 ნოემბრიდან ფლობს აისო სერტიფიკატს ISO 9001:2008.
კომპანია განთავსებულია ქალაქ ზუგდიდში 40000 კვ/მ ტერიტორიაზე (12 000 კვ/მ გაფართოების პერსპექტივით). ადმინისტრაციული შენობა განთავსებულია 600 მეტრ კვადრატ-ზე. ვფლობთ ბეტონის 2 ქარხანას 180 კუბური მეტრი წარმადობით საათში, ბლოკის საამქროს 1000ცალი წარმადობით საათში, ქვის სამტვრევი დანადგარები 100 კუბური მეტრი წარმადობით საათში. საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებულია ანგარი ,რომელიც გათვალისწინებულია „ევრობილდი“-ს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების (ბეტონმზიდები, ბლოკმზიდები, ჩანგლიანი დამტვირთველები, ბეტონსაქაჩი (პომპა)ამწე კრანები,ექსკავატორები), შემოწმება- შეკეთებისთვის.
კომპანია მოიპოვებს ინერტულ მასალებს საკუთარ მფლობელობაში არსებული ლიცენზირებული კარიერებიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია
სამუშაო საათები
9.00 - 18.00
კვირა-დასვენების დღე
მისამართი
მისამართი: საქართველო, ზუგდიდი, ჭავჭავაძის ქ.
საკონტაქტო:
571554555